Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
სერ პოლ მაკარტნის კუთვნილი, 1960 წლის ასტონ მარტინ DB5 ავტომობილის მგზავრობის ბილეთებმა £ 1.5 მილიონი შემოსავალი მოიტანა

სერ პოლ მაკარტნის კუთვნილი, 1960 წლის ასტონ მარტინ DB5 ავტომობილის მგზავრობის ბილეთებმა £ 1.5 მილიონი შემოსავალი მოიტანა

სიახლეები

22 ნოემბერი 2017

თემა Paul Mccartney

1964 წლის მოდელი სერ პოლმა ავტომობილის ლეგენდარულ ფილმში Goldfinger-ში ჯეიმს ბონდის მანქანის სახით გამოჩენის წელსვე შეიძინა.

 

ამ ლეგენდარულ, განსაცვიფრებელ მოდელს სერ პოლი ბითლომანიის აღზევების პიკზე ფლობდა, რომელიც A Hard Day’s Night-ის გადაღების დასრულების შემდეგ დაიწყო. ავტომობილი მაკარტნის Goldfinger-ის პრემიერიდან რამდენიმე დღეში მიჰგვარეს. ამ ფილმში უკვდავყო შონ კონერიმ DB5.

ყველა დროის ერთ-ერთ ულამაზეს მანქანად მიჩნეულ სერ პოლის 1964 წლის მოდელს Philips-ის აუდიოფლეერი აქვს ჩაშენებული, რომ მძღოლებს გზაში  ბითლზის ჰიტების მოსმენა შეძლონ.

 

ავტომობილს "64 MAC" სარეგისტრაციო ნიშანი ამშვენებს, რაც მისი ცნობილი მფლობელის სახელის მიხედვით არის შერჩეული. მასთან, მანქანა Motorola-ს რადიოთიც არის აღჭურვილი.

 

მაკარტნის ექვსი წლის განმავლობაში ჰყავდა ასტონ მარტინი. ამ პერიოდში 40 000 მეტრზე მეტი გარბენი აქვს ავტომობილს.

 

მანქანის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2012 წელს გაჟღერდა საჯაროდ, როცა კოლექციონერმა იგი £ 344,000-ად შეიძინა. თუმცა,  დეკემბერში თითქმის 5-ჯერ მეტ ფასად გაიყიდა, როდესაც ლონდონში, ბონდის ქუჩაზე გამართულ აუქციონზე გამოიტანეს.

 

ბონემის აუქციონმა £1.2 მილიონიდან £1.5 მილიონამდე დაუწესა ავტომობილს საწყისი ფასი, რაც 350-ჯერ აღემატება მაკარტნის მიერ 53 წლის წინ გადახდილ £3,800-ს.

 

ბოლო გაყიდვის შემდეგ ავტომობილს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. ახლა ის ვერცხლისფერია, როგორც ჯეიმს ბონდის ასტონი. მწვანე ინტერიერი კი წითელმა ტყავმა ჩაანაცვლა.

 

ძრავა უფრო მძლავრი, 4.2 ლიტრიანით შეიცვალა, რომლის წყალობით მაქსიმალური სიჩქარე საათში 150 მილს აღემატება.

 

ტიმ სქოფილდმა, ბონემის საავტომობილო განყოფილების წარმომადგენელმა, DB5- ს "სამოციანების ლეგენდის სამოციანების ხატი" უწოდა.

 

მისი თქმით: "ასტონ მარტინი DB5 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული მანქანაა მსოფლიოში, მითუმეტეს, რომ ახლა ვერცხლისფერ და წითელ ფერებში წარმოდგა, რომელიც ჯეიმს ბონდმა ასეთი პოპულარული გახადა.

ეს განსაცვიფრებელი ნიმუშია, შესანიშნავად აღდგენილი, რომელსაც ყველა ამ სიკეთესთან ერთად, საინტერესო ისტორიაც აქვს, რამდენადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ-ვარსკვლავის, სერ პოლ მაკარტნის საკუთრება იყო."

 

როგორც შონ კონერი, ისე დენიელ კრეიგი ბრიტანულ სპორტულ ავტომობილს ატარებდნენ 007-ის ფრენჩაიზში. ფილმებში ასტონს ყოველთვის ერთი სარეგისტრაციო ნომერი, BMT216A ჰქონდა.

იმ შემთხვევაში, თუ ასტონ მარტინი ბითლზის გულშემატკივარს ძალიან ეძვირება, ბონემის აუქციონი დაახლოებით £ 120,000-ად ყიდის რინგო სტარის 1966 წლის მინის.