Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
ლივერპულში ბითლზის  მიერ გაჰიტებული Strawberry Field ტურისტებს გაუხსნის კარებს

ლივერპულში ბითლზის მიერ გაჰიტებული Strawberry Field ტურისტებს გაუხსნის კარებს

სიახლეები



თემა The Beatles



ბითლზის სიმღერის წყალობით მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ხსნის არმიის ლივერპულის ბავშვთა სახლი „მარწყვის მდელო“ (Strawberry Field), 2019 წელს, პირველად გაუხსნის კარებს ყველა მსურველს, ამჯერად ახალი დანიშნულებით, აღნიშნა პროექტის პრეზენტაციაზე განვითარების საქველმოქმედო ორგანიზაციის მენეჯერმა ჯული აზერტონმა.


ჯონ ლენონის საკმაოდ ბედნიერმა ბავშვობამ Strawberry Field -ის სიახლოვეს ჩაიარა და საბავშვო სახლი მისთვის თავისებურ სულის მოთქმის საშუალებად იქცა: თავის მეგობრებთან ერთად ხშირად თამაშობდა იქ. ხოლო Strawberry Field-ის ბაღში გამართული ყოველწლიური ზეიმი მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი გართობა იყო. 1973 წელს ლამაზი ვიქტორიანული შენობა დაანგრიეს და ახლით შეცვალეს. ძველი დროებისგან მხოლოდ მისი საქვეყნოდ ცნობილი კარიბჭე შემორჩა (ეს მისი ასლია, ორიგინალი ბითლზის მუზეუმში ინახება) - ბითლზის ფანატიკოსების სათაყვანებელი ადგილი. 2005 წელს საბავშვო სახლი დაიხურა. მას შემდეგ ხნის არმია შენობას სამლოცველოდ იყენებდა.


„და, როგორც იქნა, 2019 წლის გაზაფხულის მიწურულს და ზაფხულის დასაწყისში ეს არაჩვეულებრივი ადგილი პირველად გაიხსნება სტუმრებისთვის. ეს იქნება სუპერთანამედროვე ცენტრი საგამოფენო დარბაზით, მაღაზიითა და კაფეთი. მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ ჩვენ ისტორიას: იქვე გაიხსნება განვითარების სირთულეების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სასწავლო ცენტრი“, - გვიამბო აზერტონმა.

 

“კარიბჭე დარჩება, არ ინაღვლოთ, მაგრამ ახლა ის თქვენთვისაც გაიხსნება“, - დაამატა მან.

ახალი ცენტრის დარბაზში გაჩნდება ინტერაქტიული გამოფენა, რომელიც მოგვიყვება ხსნის არმიის საბავშვო სახლის, ლენონის ბავშვობისა და სიმღერა Strawberry Fields Forever-ის შესახებ, რომელმაც სამუდამოდ უკვდავყო ეს ადგილი.

 

„გარდა ამისა, ჩვენ გვექნება „მშვიდობისა და სიყვარულის“ ბაღი. ჯონი „მარწყვის მდელოში“ მოდიოდა, იმისთვის, რომ აზრები და ძალები მოეკრიბა და ჩვენც ვქმნით ბაღს, სადაც მშვიდობისა და სიმშვიდის შეგრძნება დაგეუფლებათ. ბარში გაჩნდება მოზაიკა Imagine - ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მდებარე მემორიალის ასლი“, - აღნიშნა ხსნის არმიის თანამშრომელმა.

მიმდინარე წელი ლივერპულისთვის განსაკუთრებული იქნება: ბითლზის მუზეუმში ბითლზის ინდოეთში მოგზაურობის 50 წლისთავისთვის მიძღვნილი დიდი გამოფენა გაიხსნება.

 

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას პოლ მაკარტნის, რინგო სტარს, ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ოჯახებთან, ვაგროვებთ ამ მოგზაურობის შესახებ დეტალებს. ეს ბითლზებისთვის შესანიშნავი დრო იყო: თავის ნებაზე იყვნენ, გარს ჟურნალისტები არ ეხვიათ. ამ სიჩუმისა და ფიქრების პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მათზე“, - აღნიშნა მუზეუმის მარკეტინგის მენეჯერმა დიანა გლოვერმა. 

 

პრეზენტაციას დაესწრო ლენონის და დედის მხრიდან ჯულია ბერდი, კლუბ Cavern-ის ლივერპულის ტურების დირექტორი, სადაც თავის დროზე ახალგაზრდა ბითლზებმა დაიწყეს მოღვაწეობა. იგი ასევე არის ავტორი ორი წიგნისა, რომელიც მისი ცნობილი ძმის ადრეული ასაკის წლებს ჰფენს შუქს. РИА ნოვოსტისთან საუბარში ბერდი მოყვა, რომ იოკო ონის ძმის ქვრივთან და მის შვილებთან ურთიერთობს და აქტიურად მონაწილეობს ლივერპულის პროგრამების შემუშავებაში, როლებიც ბითლზებს ეძღვნება.

“მე ვრჩები გოგონად პატარა ქალაქიდან, ჩვენი პლანეტის საუკეთესო ქალაქიდან“,- დასძინა მან ღიმილით.