Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
ქუინსი ჯონსი საჯაროდ იხდის ბოდიშს

ქუინსი ჯონსი საჯაროდ იხდის ბოდიშს

სიახლეები



თემა The Beatles

ქუინსი ჯონსმა საჯარო ბოდიშის ტექსტი გამოაქვეყნა ბოლო ორი ინტერვიუს დროს გამოთქმული კომენტარების გამო, რომელთაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

ცნობილი პროდიუსერისa და მუსიკოსის რამდენიმე განცხადებას, რომელიც მან GQ და Vulture-თან ინტერვიუებში გამოთქვა, დიდი გამოხმაურება მოყვა პრესაში. კერძოდ, ჯონსმა განაცხადა, რომ ბითლზები „მსოფლიოში ყველაზე უვარგისი მუსიკოსები არიან“ ხოლო U2 უკვე აღარ წერს კარგ სიმღერებს. ასევე აღნიშნა, რომ რიჩარდ პრაიორს სექსუალური კავშირი ჰქონდა მარლონ ბრანდოსთან. პრაიორის ქვრივმა დაადასტურა ეს ცნობა. თუმცა, ბრანდოს ვაჟმა მაიკმა საჯაროდ უარყო ეს ფაქტი თავისი ოჯახის სახელით და ჯონსის განცხადებას „არასწორი“ უწოდა.

ჯონსმა ახლახან გამოაქვეყნა კომენტარი, სადაც ბოდიშს იხდის, მისივე სიტყვებით „სისულელეებისთვის, რომელიც ბოლო ორ ინტერვიუში თქვა“. ასევე აღნიშნა, რომ თავისი ექვსი ქალიშვილი ესაუბრა მისი გამონათქვამებით გამოწვეული შედეგების მოგვარების საკითხზე.

„უნაკლო ადამიანი არ ვარ და არ მეშინია ამის აღიარების. ვწუხვარ და არც ბოდიშის მოხდის მეშინია“, - დაწერა ჯონსმა.

„გამიმართლა და გრძელი და გიჟური ცხოვრების გზა განვვლე (და სულ ახლახან, სამი წლის წინ დავანებე სმას თავი!) კონკრეტული მოვლენების გარკვეული დეტალები (რომლებიც არ ასახავს არც ჩემი განზრახვების და არც გამოცდილებების სრულ სურათს) ერთიანი ტალღით დამატყდა თავს და 85 წლის ასაკშიც კი, ცხადია, რომ ბევრი ყბედობა და ლაფის შესხმა არ არის საპატიებელი“

 „ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემი სიტყვები შეურაცხყოფად მიიჩნია. განსაკუთრებული ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ჩემ მეგობარს რომელებიც  ჯერ კიდევ გვერდით მიდგანან და მათაც, ვინც უკვე აღარ მყავს გვერდით“ - დასძინა მან. ქვემოთ ჯონისის განცხადების სრულ ტექსტს გთავაზობთ:

ორი კვირის წინ, ჩემი ექვსი ქალიშვილი (რომლებითაც მე უზომოდ ვამაყობ) შეიკრიბა და მოულოდნელი „საოჯახო გარჩევა“ მომიწყვეს  იმ სისულელეების გამო, რაც ჩემ ბოლო ინტერვიუებში ვთქვი და გაკვეთილიც ავითვისე! მინდა გაგანდოთ, რომ ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ქალიშვილების, რადგან არ ეშინიათ მამას დაუპირისპირდნენ. უნაკლო ადამიანი არ ვარ და არ მეშინია ამის აღიარების.

გამიმართლა და გრძელი და გიჟური ცხოვრების გზა განვვლე (და სულ ახლახან, სამი წლის წინ დავანებე სმას თავი!) კონკრეტული მოვლინების გარკვეული დეტალები (რომლებიც არ ასახავს არც ჩემი განზრახვების და არც გამოცდილებების სრულ სურათს) ერთიანი ტალღით დამატყდა თავს და 85 წლის ასაკშიც კი, ცხადია, რომ ბევრი ყბედობა და ლაფის შესხმა არ არის საპატიებელი. ყველაზე რთული ამ სიტუაციაში ის არის, რომ ლაფის შესხმა ეწინააღმდეგება იმ ნამდვილ იდეებს, რომლებიც მინდოდა გამომეთქვა რასიზმის, უთანასწორობის, ჰომოფობიის, სიღარიბის შესახებ. და რა თქმა უნდა, მე ეს არ მინდოდა. უკვე დავუკავშირდი ჩემ რიგ მეგობარს პირადად. მაგრამ, როცა საჯარო ცხოვრებას ეწევი, პასუხიმგებლობა გაკისრია, რომ სამაგალითო იყო და რამდენადაც საჯარო ცხოვრებას ვეწევი, მინდოდა, ბოდიშიც საჯაროდ მომეხადა.