Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
ბითლზის Yellow Submarine კინოთეატრებში ბრუნდება

ბითლზის Yellow Submarine კინოთეატრებში ბრუნდება

სიახლეები



თემა The Beatles

ბითლზის Yellow Submarine ზაფხულში, ფილმის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დაბრუნდება. 

50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეკრანიზაციისთვის, Yellow Submarine 4K ციფრული რეზოლუციით აღადგინეს. აღდგენისას კომპიუტერიული პროგრამების ნაცვლად, ორიგინალური ვერსიის დაცვის მიზნით, ხელნახატი გამოიყენეს. ფილმის თვითეული კადრის ფოტოქიმიური ელემენტები ხელით არის აღდგენილი. Yellow Submarine-ის ცნობილი საუნდტრეკისა და მუსიკალური გაფორმების რემიქსი კი Abbey Road Studios-ში, ხმის ინჟინერმა, პიტერ კობინმა 5.1 სტერეო საუნდის გამოყენებით განახორციელა.

 

ფილმის რეჟისორი ჯორჯ დანინგია, სცენარის ავტორები - ლი მინოფი, ალ ბროდაქსი, ჯეკ მენდელსონი და ერიხ სიგალი. ანიმაციურ გუნდს რობერტ ბალსერი და ჯექ სტროუკსი უძღვებოდნენ. ფილმი ზღვისქვეშა სამოთხის, პეპერლანიდიის გადასარჩენ, ფსიქოდელიური პოპ-არტ ოდისეის შესახებ მოგვითხრობს. თავად ბენდის წევრები ფილმის გახმოვანებაში არ იღებდნენ მონაწილეობას - შესანიშნავი ოთხეული მსახიობთა კვარტეტმა წარმოადგინა. თავად ბითლზი ფილმის საუნდრეკს ასრულებს და ასევე ფილმის ბოლო კადრებში ჩნდება.


გასულ ზაფხულს, ბითლზის Apple Corporation-მა Titan Comics-თან თანამშრომლობით Yellow Submarine-ის კომიქსის ადაპტაციის გამოცემის თაობაზე გააკეთა განაცხადი. პროექტის ხელმძღვანელად MAD Magazine -ის გამომცემელი ბილ მორისონი მიიწვიეს. პროექტი წელს უნდა გაიშვას, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.