Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
გრემი 2013: სერ პოლ მაკარტიმ საუკეთესო ალბომის ნომინაციაში, Let It Be-ის შემდეგ, პირველი ჯილდო მიიღო

გრემი 2013: სერ პოლ მაკარტიმ საუკეთესო ალბომის ნომინაციაში, Let It Be-ის შემდეგ, პირველი ჯილდო მიიღო

სიახლეები

21 იანვარი 2013

თემა Paul Mccartney

სერ პოლ მაკარტნიმ გრემის ჯილდო მოიპოვა ალბომისთვის Kisses on the Bottom - ეს მისი რიგით მე-17 გრემის ჯილდოა და ბითლზების 1971 წელს გამოცემული Let It Be-ის შემდეგ, პირველი ჯილდო ალბომისთვის, რომელიც ახლად ჩაწერილ მასალებს შეიცავს. დაჯილდოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, BBC-მ შესანიშნავი ოთხეულისადმი მიძღვნილი გადაცემათა პროგრამა გაუშვა ეთერში.

ბრიტანელმა მომღერალმა ჯილდო საუკეთესო ტრადიცული პოპ-ვოკალური ალბომის ნომინაციაში მოიპოვა, შარშან გამოცემული ალბომით Kisses on the Bottom.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ძირითადად ტრადიციული პოპ-სიმღერებისა და ჯაზ-სტანდარტების ქავერებისგან შედგება, ის ახლად ჩაწერილი მასალებისგან დაკომპლექტებული ალბომებიდან პირველია, როემლმაც მაკარტნის გრემი მოუპოვა ბითლზების პერიოდიდან მოყოლებული, Let It Be-ის 1971 წლის გრემის შემდეგ.

შუალედური 42 წლის განმავლობაში, მაკარტნის გრემის ჯილდოები მიღებული აქვს ცალკეული სიმღერებისთვის და ასევე Wings-ის ალბომის, Band on the Run-ის ხელახალი გამოცემისთვის.

უკანასკნელი ჯილდოს ჩათვლით, 70 წლის მაკარტნის სულ 17 გრემი აქვს მიღებული, და იგი მე-9 ადგილზე გადის გრემის ლაურეატთა საერთო სიაში, ბიონსეს, რეი ჩარლზისა და ერიკ კლეპტონის გვერდით.