Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
რინგო სტარმა ახალი ალბომის შესახებ ისაუბრა

რინგო სტარმა ახალი ალბომის შესახებ ისაუბრა

სიახლეები

16 აგვისტო 2017

თემა The Beatles

რინგო სტარმა ჟურნალ Rolling Stone-ს თვისი ახალი ალბომის შესახებ უამბო. როგორც აღმოჩნდა, მუსიკოსი გეგმავდა Beaucoups of Blues (1970)-ის შემდეგ თავისი პირველი ქანთრი-ალბომის ჩაწერას, მაგრამ საგასტროლო განრიგის გამო ნეშვილში ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრება არ მოხერხდა. მაშინ რინგომ გადაწყვიტა, თავის სახლში ძველ მეგობრებთან - პიტერ ფრემპტონთან, დეივ სტიურატთან, ჯო უოლოშთან და პოლ მაკარტნისთან ერთად ემუშავა.

 

შედეგად, სტარის თანახმად, გამოვიდა „რინგოს სტანდარტული ალბომი ბალადით, ქანთრი სიმღერით, როკ-სიმღერით“. როგორც მუსიკოსმა განაცხადა, Pro Tools-ის წყალობით, არ არის საჭირო დიდი სივრცე, რომელიც  Abbey Road-ში იყო. „ხანდახან ძაღლი დაყეფს, და საბოლოოდ ესეც ტრეკში აღმოჩნდება“, - განაცხადა სტარმა.

მაკარტნის მოწვევასთან დაკავშირებით რინგომ აღნიშნა: „უბრალოდ დავურეკე და ვუთხარი „მაქვს სიმღერა Show Me the Way და მინდა, რომ მასში დაუკრა“. რამდენადაც ის ჩემი კარგი მეგობარია, მითხრა, რომ ამისთვის ლოს-ანჟელესში ჩამოვიდოდა“.  როგორც სტარმა აღნიშნა, კომპოზიცია მის ცოლს, ბარბარას ეძღვნება. სწორედ ის უჩვენებს მას გზას. „მინდოდა, რომ სიმღერა ძალიან პირადული ყოფილიყო“,  - დაამატა ბითლზელმა.

 

როგორც რინგომ თქვა, პოლი ჩამოვიდა და ასევე მიიღო მონაწილება ტრეკის We're on the Road Again ჩაწერაში. „ის არაჩვეულებრივი მუსიკოსია. წარმოუდგენელია სიმღერაშიც, როგორც ავტორიც. მაგრამ ჩემთვის, პირველ ყოვლისა საუკეთესოა, როგორც ბასისტი და ყველაზე მელოდიურია. ყოველთვის მხიარულებაა, როცა ერთად ვუკრავთ. მის რამდენიმე ჩანაწერში დამიკრავს, ძირითადად 90-იანებში. ხალხი ამბობს, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო. მაგრამ არც თუ დიდი ხნის წინ. „გრემი“ გავაკეთეთ, ბითლზის შოუ გავაკეთეთ სამი წლის წინ. ასე, რომ ისევ ახლობლებად ვრჩებით. თუმცა, განუყრელი მეგობრები არ ვართ“, - აღნიშნა სტარმა. 

 

სიმღერაში Electricity ჯონი მიმართავს  ჯონი გიტარას ჯგუფიდან Rory Storm and the Hurricanes. „როცა რინგო გადავირქვი, მან ჯონი გიტარა დაირქვა. მაშინ სამსახური მივატოვე ქარხანაში და ეს ჩემი პირველი სამუშაო იყო მუსიკოსის რანგში. ჯგუფში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით საუკეთესო მოგონებები მაქვს. ჩემ ბოლოდროინდელ სოლო ჩანაწერებში ხშირად არის ნახსენები Rory Storm and the Hurricanes. წიგნის დაწერა არ მინდა - სიმღერებში ვწერ ყველაფერს. ჩემი წიგნის წაკითხვა თუ გსურთ, მოგიწევთ 15 CD ყიდვა და ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება“, - აღნიშნა სტარმა.

 

სიმღერაში Laughable, რომელიც ფრემპტონთან ერთობლივად დაიწერა, რინგო მღერის: „სასაცილო იქნებოდა, სამწუხარო რომ არ იყოს“. როცა კითხეს, აქ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხომ არ გულისხმობდა, სტარმა განაცხადა: „აპოლიტიკური ვარ. პიტერ ფრემპტონმა დაამატა ეს სტროფი. მან მოისურვა, რომ ტექსტი უფრო მეტად პოლიტიკური ყოფილიყო“. როგორც რინგომ აღნიშნა, თავად  წინააღმდეგი იყო.

 

„თუმცა, ვგრძნობდი, რომ მაინც ერთიდაიმავე თემაზე  ვსაუბრობდით, და გასაგებია, რომ „სასაცილო იქნებოდა, სამწუხარო რომ არ იყოს“. მაგრამ პიროვნებებისა და პარტიების დასახელება არ მინდა, იმიტომ, რომ მგონია, რომ ამის გაკეთება ბევრად უფრო უკეთესი მეთოდით შეგვიძლია“, - დასძინა სტარმა.

 

ადრე გამოცხადდა, რომ რინგო სტარის ახალი ალბომის ერთ-ერთი  სიმღერა შვედეთში ჩაიწერა.