Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
რინგო სტარმა ახალი ალბომი გამოუშვა

რინგო სტარმა ახალი ალბომი გამოუშვა

სიახლეები

15 სექტემბერი 2017

თემა Ringo Starr


Give More Love (თარგმანში „მომეცი მეტი სიყვარული“), ინგლისელი მუსიკოსის, რინგო სტარის რიგით მე-19
სტუდიური ალბომია. ალბომი 2017 წლის 15 სექტემბერს გამოვიდა ლეიბლზე Universal. რამდენიმე სიმღერაში
ბას-გიტარაზე სტარის ყოფილი კოლეგა „ბითლზიდან“ პოლ მაკარტნი უკრავს. ასევე ალბომის ჩაწერაში
მონაწილეობა მიიღეს რინგოს ხშირმა თანაავტორებმა, მათ შორის ჯო უოლშმა, დეივ სტიუარტმა, ჰარი
ნიკოლსონმა, და მისი ჯგუფის All-Starr Band-ის წევრებმა.


რინგო ალბომზე მუშაობას 2015 წელს, Postcards From Paradise-ის გამოშვებისთანავე შეუდგა. თავდაპირველად
სტარმა ძველი მეგობარი და თანამგზავრი დეივ სტიუარტი მოიხმო ნეშვილში ქანთრი ალბომის ჩაწერაში
დახმარებისთვის, მაგრამ საბოლოოდ ძირითადად როკ-სიმღერები ჩაწერა თავისი სახლის სტუდიაში.
ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს All-Starr Band-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა წევრებმა სტივ
ლუკატერმა, პიტერ ფრემპტონმა, ჯო უოლშმა, ედგარ უინტერმა და თიმოტი ბ. შმიტმა.


ალბომი ათი ახალი სიმღერისა და ოთხი ბონუს ტრეკისგან შედგება - იმ სიმღერების გადამღერებებსგან,
რომლებიც სხვა ალბომებზე ადრე უკვე გამოსულა. სიმღერა Back Off Boogaloo თავდაპირველ დემო-
ვერსიას ეფუძნება. მის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ჯეფ ლინმა და ჯო უოლშმა, რომელმაც გიტარის
პარტია შეასრულა. სიმღერის You Can not Fight Lightning ახალი ვერსიაში მონაწილეობა მიიღო შვედურმა
ჯგუფმა Alberta Cross, ხოლო სიმღერებში Photograph და Don’t Pass Me By - ამერიკულმა ჯგუფმა Vandaveer.
დისკის გამოშვება 2017 წლის 7 ივლისს,  სტარის 77 წლის დაბადების დღეს გამოცხადდა, ონლაინ
მუსიკალურ სერვისებზე სიმღერა Give More Love პირველი სინგლის გამოცემით. მაკარტნის, ლუკატერის,
უოლშისა და ვინტერის მიერ შესრულებული სიმღერა We're On The Road Again 2017 წლის 28 ივლისს გამოიცა
მეორე სინგლის სახით. სიმღერა So Wrong For So Long-ის სინგლი კი 2017 წლის აგვისტოს 18 გამოვიდა.
ალბომის CD-სა ციფრული ვერსიების რელიზი 2017 წლის 15 სექტემბერს შედგა, ხოლო ალბომის ვინილზე
გამოცემა 22 სექტემბრისთვის დაგეგმეს. ჩანაწერი ხელმისაწვდომია, CD-სა და ვინილზე, ასევე ციფრული
ფორმატში სერვისებზე  "Яндекс.Музыка", Apple Music и Google Play.


ალბომის ტრეკ-ლისტი ასე გამოიყურება:


1.     We’re On The Road Again
2.     Laughable
3.     Show Me The Way
4.     Speed Of Sound
5.     Standing Still
6.     King Of The Kingdom
7.     Electricity
8.     So Wrong For So Long
9.     Shake It Up
10.  Give More Love
11.  Back Off Boogaloo (Re-do)
12.  Don't Pass Me By (Re-do)
13.  You Can’t Fight Lighting (Re-do)
14.  Photograph