Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
პოლ მაკარტნი მოუწოდებს, გაათავისუფლონ მწევრები მეურნეობიდან, სადაც ძაღლების სისხლს იღებენ

პოლ მაკარტნი მოუწოდებს, გაათავისუფლონ მწევრები მეურნეობიდან, სადაც ძაღლების სისხლს იღებენ

სიახლეები



თემა Paul Mccartney

პოლ მაკარტნის მისია. მას შემდეგ, რაც PETA-მ სააშკარაოზე გამოიტანა 150 მწევრის მდგომარეობა, რომლთაც სიბინძურეში ამყოფებდნენ ტეხასურ კომპანიაში სახელწოდებით Blood Bank, Inc., სისხლის პრეპარატების მწარმოებელმა ფირმამ Patterson Veterinary Supply, Inc. ამ ძაღლებზე მეურვეობა იკისრა. თუმცა, ერთი კვირაც არ იყო გასული, რაც ფირმამ დადებული პირობა დაარღვია, რამაც მაკარტნის უბიძგა PETA -ს სახელით წერილის გაეგზავნა 2017 წლის 10 ოქტომბერს, რომელშიც დამფუძნებელ კომპანიას ძაღლების დაცვისკენ მოუწოდა.


პოლ მაკარტნის წერილი Patterson Companies გენერალურ დირექტორს, ჯეიმს უილცს:

2017 წლის 10 ოქტომბერი

ძვირფასო ბატონო უილც,

გწერთ მოწოდებით, რომ შეასრულოთ დადებული პირობა და გადაარჩინოთ ძაღლები, რომელთა სისხლსთქვენი კომპანია მრავალი წლის განმავლობაში იყენებდა. კომპანიისთვის ცნობილია, რომ ამგვარ საშინელ მდგომარეობამდე მიყვანილი ეს 150 ძაღლი, რომელთაც ამჟამადაც არასახარბიელო პირობებში ამყოფებენ, თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე დაეხმარა თქვენ ბიზნესს.

ბავშვობიდან მოყოლებული მყავდა ძაღლები და ყველა მათგანი მიყვარდა, მათ შორის მარტა, რომელიც ჩემი მეგობარი იყო 15 წლის განმავლობაში და რომლის შესახებაც სიმღერა Martha, My Dear დავწერე. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ცნობილია, რომ ძაღლებს მოფერება და კომფორტი სჭირდებათ: საწოლი, რომელიც შეიძლება დაიძინონ, სითბო ზამთარში, სირბილისა და თამაშის შესაძლებლობა და, ისევე როგორც როგორც მე და თქვენ, მათაც ბედნიერება და მეგობრული ურთიერთობა სწყურიათ.


ვუერთდები PETA-დან ჩემი მეგობრების თხოვნას, მიეცეთ მწევრებს საშუალება, თავი დააღწიონ ამ გარემოს, ბინძურ იატაკითადა შიშველი კედლებით, სადაც იზოლაციასა და მარტოობაში ამყოფებენ. ზოგიერთი მათგანი ადამიანის ფეხის ნაბიჯის ხმაზე იბუზება, რომლებიც მოდიან და მოდიან, რომ მათი სისხლი აიღონ. მათ რთული ცხოვრება გადაიტანეს და უსიყვარულოდ მოკვდებიან, თუ ამჟამინდელ ადგილზე დატოვებენ. ვნახე სურათები, სადაც ჩანს, რომ ისინი იტანჯებიან თათების ბალიშებში შეზრდილი ფრჩხილების, ღრძილების ინფიცირებისა და დამპალი კბილების გამო. ასევე მითხრეს, რომ ზოგიერთი მათგანი დაიღუპა უწყლობის გამო.

კარგი ხალხი - დარგის პროფესიონალები - მზად არიან, რომ ეს ძაღლები კეთილ ხალხს ჩააბარონ და უფასოდ გადაიყვანონ ასეთ სახლებში. გთხოვთ გააკეთოთ სწორი არჩევანი და მოიპოვოთ ყველა კეთილი ვეტერინარისა და მთელი მსოფლიოს კეთილ ადამიანთა მხარდაჭერა.

მოუთმენლად ველი თქვენ პასუხს. ჩემთან დაკავშირება შეგიძლიათ დენ პეიდენის შუამდგომლობით ელ-ფოსტაზე danp@peta.org.

პატივისცემით,

სერ პოლ მაკარტნი.