Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
კომპანიამ გამოუშვა Yellow Submarine წინდების კოლექცია, რომელიც ბითლზის ყველა ჭეშმარიტ ფანს უნდა ჰქონდეს

კომპანიამ გამოუშვა Yellow Submarine წინდების კოლექცია, რომელიც ბითლზის ყველა ჭეშმარიტ ფანს უნდა ჰქონდეს

სიახლეები

09 ნოემბერი 2017

თემა The Beatles

ცოტა არ იყოს რთულია, შენი პიროვნება წარმოაჩინო სამსახურში, სადაც დრეს კოდის დაცვა მოგეთხოვება. ერთი შეხედვით, ჩაცმულობის გამოცოცხლების ერთადერთ გზად ორიგინალური ჰალსტუხი რჩება, თუმცა, ამ მიზნით წმენდებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

თუ მოსაწყენი ლურჯი ან შავი წინდები აღარ გეხალისებათ, Happy Socks თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა.

მოდური და ფერადი დიზაინით​ სახელგანთქმულმა შვედურმა ბრენდმა, თავისი მხიარული წინდები ახალ ეტაპზე გადაიყვანა კოლექციით, რომელიც ბითლზებთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

 

ლეგენდარული როკ-ბენდის მთელი დისკოგრაფიას, რომლის 600 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით, უმაღლეს შეფასებები აქვს. თუმცა 1969 წლის ალბომი Yellow Submarine გამორჩეულია, რამდენადაც იგი 1968 წლის იგივე სახელწოდების ფილმის შემდეგ გამოიცა.

 

სიყვარულის ძლიერი გზავნილით ალბომმა და ფილმმა Yellow Submarine არაერთი თაობა გამოიარა და Happy Socks x The Beatles collaboration-ის შთაგონების წყაროდ იქცა. 

 

ექვსი წყვილისგან შემდგარი კოლექცია ვინილის ჩასადების ტიპის ყუთშია შეფუთული და ყვითელი წყალქვეშა ნავების, მონსტრების, ვაშლების, პეპერლენდის, ბლუ მინი ჯერემის და ხელთათმანებით მოხატული წინდებისგან შედგება. უფრო მცირე ზომის, სამწყვილიან შეფუთვას ლეგენდარული ყვითელი წყალქვეშა ნავი ამშვენებს.

 

ეს კოლექცია ბითლზების ნამდვილი ფანებისთვის აუცილებელი ნივთი იქნება. თქვენთვის შეიძენთ ამ წინდებს, თუ საჩუქრად, ეჭვგარეშეა, Yellow Submarine წინდები ადამიანებს სიხარულს მოჰგვრის.