Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
პოლ მაკარტნის აზრით, ოაზისის ბითზლებთან შედარება „სიკვდილის კოცნა“ იყო

პოლ მაკარტნის აზრით, ოაზისის ბითზლებთან შედარება „სიკვდილის კოცნა“ იყო

სტატიები

31 იანვარი 2013

თემა Paul Mccartney

პოლ მაკარტნის აზრით, ოაზისის ბითზლებთან შედარება სიკვდილის კოცნა იყო ვეტერანი მომღერალი აღნიშნავს, რომ მისი ყოფილი ბენდთან გაჯიბრება ადვილი ამოცანაა არაა.

პოლ მაკარტნიმ ოაზისის მიერ თავის ბითლზებთან შედარების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, და აღნიშნა, რომ მსგავს შედარებას ვერც ერთი ჯგუფი ვერ გაუძლებს.

მაკარტნი ჟურნალ Q-ს ესაუბრა 1990-იანების ბრიტპოპის ეპოქაზე თავისი გავლენის შესახებ, და აღნიშნა, რომ იგი ბედნიერია, რომ ახალი თაობის ბენდები მისი გავლენის ქვეშ ექცევიან, მაგრამ მიიჩნევს, რომ ბენდებს ზედმეტად მაღალი მოლოდინი აქვთ, როცა ბითლზებს ედრებიან. მე ამას პატივად ვთვლი, - მათ ხომ ნებისმიერის კოპირება შეუძლიათ. მაგრამ როგორც Oasis ამბობობს, რომ ისინი მომავალი ბითლზები არაიან, ამის თქმა არ შეიძლება, და არ თქვათ ასე, იმიტომ, რომ, ეს, შესაძლოა, სიკვდილის კოცნა იყოს!

გალაგერის ლეგენდარული ტრაბახის შესახებ საუბრისას, მაკარტნიმ ასევე აღნიშნა: ოაზისის შემთხვევაში, ვგონებ, ეს უშუალოდ მათგან მომდინარეობდა. სხვა შემთხვევებში, ხმის ჩამწერი ლეიბლისა ან მენეჯმენტიდან. ყველა შემთხვევაში, ეს ცუდი იდეაა: საწყალი ბენდი! მიდი ახლა და ბითლზებს აჯობე. არაა ადვილი ამოცანა. ასევე გაცხადდა, რომ პოლ მაკარტნიმ აღიარა, რომ სტუდიებში იოკო ონოს დასწრება სესიების მსვლელობის დროს ძალიან აღიზიანებდა შესანიშნავ ოთხეულს.