Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
მოგონებები მაკას გონების კუნჭულში

მოგონებები მაკას გონების კუნჭულში

სტატიები

28 იანვარი 2013

თემა Paul Mccartney

სერ პოლ მაკარტნი თავის მშობლიურ სახლში მას შემდეგ არ ყოფილა, რაც სახლი სახელმწიფომ შეისყიდა. იგი შიშობს, რომ ძველი მოგონებები ამოუტივტივდება.

ყოფილმა ბითლზლმა Radio 4-ს განუცხადა, რომ მას ცოტა აღელვებს ლივერპულში, ფორთლინ როადზე მდებარე სახლში დაბრუნება. სახლი 1995 წლიდან ეროვნული ტრასტის საკუთრებაა.

მან აღნიშნა: არ ვიცი, რა მანერვიულებს, შესაძლოა, ის, რომ იგი მონატრებას გამიღვივებს, ან ის, რომ სევდას მომგვრის

თუმცა,რადიოეთერში ბავშვობისდროინდელ კერძებზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ სახლს ეწვევა უახლოეს დღეებში.

ვარსკვლავმა, რომელიც 1970 წლიდან ვეგეტარიანელია, გაიხსენა ტრადიციული კვირა დღის შემწვარი ხორცი და იმისი შიში, რომ საქონლის ენას შესთავაზებდნენ.