Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
გამოკითხვამ აჩვენა, რომ მუსკის მოყვარული ბრიტანელები ყველაზე მეტად ბითლზით ამაყობენ

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მუსკის მოყვარული ბრიტანელები ყველაზე მეტად ბითლზით ამაყობენ

სტატიები

17 იანვარი 2013

თემა The Beatles

გამოკითხვამ, რომელიც ინტერნეტ პროვაიდერმა Plusnet-მა ჩაატარა, აჩვენა რომ მუსიკის მოყვარული ბრიტანელები ყველაზე მეტად ბითლზითა და ქუინით ამაყობენ.

გამოკითხვის თანახმად, მუსიკის მოყვარულთა 71%-მა ბითლზი და ქუინი დაასახელა ყველაზე საამაყო მუსიკოსებად და ქვეყნის სასახელო შვილებად.

ადელი გამოკითხვაში მესამე ადგილს იკავებს.

ადელს გამოკითხვაში მესამე ადგილი ერგო, ხმათა 48%-ით, მას მოსდევს Pink Floyd და Oasis, 46% და 32%-ით შესაბამისად. ხოლო ბრიტანელთა ორი მესამედი, ანუ 64% ბრიტანეთის მუსიკალური მემკვიდრეობით ამაყობს.

ჯეიმი ფორდმა, Plusnet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საქმიანობით. მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაა ჩვენს პორტალზე. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, თუ რომელი არტისტით ამაყობს ქვეყანა. საოცარია, რომ ესენი აღმოჩნდნენ ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში არაიან წარმატებულნი, და არა ახალბედა თანამედროვე არტისტები.

როგორც ამბობენ, ადელს ძალიან აშინებს ოსკარის ცერემონალზე გამოსვლა.

მომღერალმა თბერვალში, ოსკარის ცერმონალზე, Skyfall-დან უნდა იმღეროს თემა, რომელიც ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზის 50-წლიან იუბილეს მიეძვნება.

როგორც Daily Star Sunday იუწყება ადელი პარალიზებულია დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით. უკანასკნელი წლის განმავლობაში იგი საზოგადოებაში არ ჩნდებოდა შვილის გაჩენის გამო და იცის, რომ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. ის დაუღალავად მუშაობს, რომ თავისი გამოსვლა სრულყოს და საკუთარ თავში რწმენა დაიბრუნოს.