სტატიები
29
ნოემბერი
2012
თემა
The Beatles
პოლ მაკარტნიმ განაცხადა, რომ იოკო ონო არ იყო დამნაშავე The Beatles-ის დაშლაში.
ახალ ინტერვიუში, რომელიც ეთერში მომდევნო თვეს გავა, პოლმა დევიდ ფროსტს უამბო, რომ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ურთიერთობა არ ყოფილა ჯგუფის დაშლის მთვარი მიზეზი, იუწყება The Guardian.
გაზეთი, რომლის წარმომადგენლებიც ფროსტის ექსკლუზიური ინტერვიუს ნაწყვეტებს გაცნენ, იუწყება, რომ მაკარტნიმ აღიარა, რომ The Beatles-ის ჩამწერი სესიების დროს იოკოს სტუდიაში დასწრებას ჯგუფის წევრები ძალიან უარყოფითად აღიქვამდნენ, მაგრამ პოლი იოკოს ჯგუფის დაშლაში არ სდებს ბრალს.
კერძოდ, მაკარტნიმ აღნიშნა:
„მას, რა თქმა უნდა, არ დაუშლია ჯგუფი, ჯგუფი მანამდე დაიშალა, ვიდრე ის გამოჩნდებოდა. როცა იოკო ჯონთან ერთად მოვიდა, მისი მომხიბვლელობის ნაწილი მისი ავანგარდულობა იყო, მისი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე. მან ჯონს დაანახა სხვა გზა, რომელიც ჯონისთვის ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. ასე, რომ ჯონს დაუდგა წასვლის დრო, - ასეა თუ ისე, ის ისედაც აპირებდა ჯგუფის დატოვებას“.
მაკარტნი საუბრობს იმაზე, რომ იოკო ონოს მხარდაჭერის გარეშე, ლენონი არ დაწერდა ისეთ სიმღერებს როგორიცაა Imagine და დასძინა: „არ მგონია, ეს იოკოს გარეშე გაეკეთებინა. ასე, რომ, არ მგონია, რომ მისი დადანაშაულება შეიძლება რამეში“.
თუმცა, პოლი The Beatles-ის დაშლაში ბარალს სდებს ბიზნესმენ ალენ კლაიანს, რომელმაც მენეჯერი ბრაიან ეპშტეინი შეცვალა, 1967 წელს ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ.
ფროსტი/მაკარტნის ინტერვიუ ტელეარხ Al Jazeera (ინგლისური ვერსია) იქნება ნაჩვენები მომდევნო თვეს. 60-წუთიანი ინტერვიუების სერია 6 ნოემბერს დაიწყება.