Please Please me sessions - 1963
Please Please me sessions
03 - Anna (Go To Him)
Anna (Go To Him)
Help
Hello Goodbey
ბითლზის გავლენა მუსიკაზე - ოაზისი

ბითლზის გავლენა მუსიკაზე - ოაზისი

სტატიები



თემა The Beatles

ოაზისის ორივე წევრი, ნოელ და ლაიამ გალაჰერები ამჟღავნებენ იმ უდიდეს გავლენას, რაც ბითლზებმა იქონიეს მათ მუსიკაზე. მათ ალბომში Cigarettes Alcohol, ბითლზების სიმღერის I Am The Walrus ცოცხალი ვერსია ჟღერს. ოაზისს ასევე შესრულებული აქვს სიმღერები Helter Skelter და Strawberry Fields Forever.

ოაზისის სიმღერებში ასევე ხშირად ჟღერს მინიშნებები ბითზლის სიმღერებზე. მაგალითისთვის:

Sing a song to me/One from Let It Be - სიმღერა Be Here Now ალბომიდან Be Here Now.

You can sail with me/In my yellow submarine - სიმღერა Supersonic, ალბომიდან Definitely Maybe

Id like to be/Under the sea - სიმღერა Take Me Away ალბომიდან Supersonic (ეს ბითლზის სიმღერიდან Octopuss Garden მთელი სტროფია).

Fool on the Hill and I Feel Fine - სიმღერა DYou Know What I Mean? ალბომიდან Be Here Now

Down the long and winding road/and back home to you - სიმღერა My Big Mouth ალბომიდან Be Here Now

სიმღერაში Morning Glory ალბომიდან (Whats the Story) Morning Glory ჟღერს სიტყვები Tomorrow Never Knows ტექსტში Walking to the sound of my favorite tune, Tomorrow Never Knows what it doesnt know too soon.

Shakermaker-ის ჩასაწერად სტუდიაში მიმავალ ნოელს გაახსენდა, რომ ტექსტი არ ჰქონდა მისთვის. გზად მანქანა ნაცნობ მუსიკალურ მაღაზიასთან Sifters -თან გაჩერდა მწვანე შუქზე. ნოელმა ეს მგზავრობა სიმღერის ტექსტად აქცია: Mr Sifter sold me songs/When I was just 16/Now he stops at traffic lights/But only when theyre green. ამ სიმღერისთვის ვიდეოკლიპი გადაიღეს ნაწილობრივ მუსიკალურ მაღაზიაში. კლიპში ამ ტექსტის გაჟღერებისას ლაიამს ხელში პოლ მაკარტნისა და Wings-ის ალბომი Red Rose Speedway უჭირავს.

ვიდეოკლიპში All Around the World (თავისთავად რევერანსი Yellow Submarine-ისადმი) ბენდის წევრები თეთრ კოსტუმებში არიან გამოწყობილი. ბითლზებს თეთრი კოსტუმები ემოსათ Your Mother Should Know სიმღერის შესრულებისას ფილმში Magical Mystery Tour.

სინგლის Live Forever-ის ყდა ეხმაურება რინგოს მცირე ხნით ბითლზებიდან წასვლის ისტორიას. დაბრუნებისას რინგოს დრამები მთლიანად ყვავილებით მორთული დაახვადრეს.

მელოდია ლაიამის ტრეკისთვის Guess God Thinks Im Abel, როგორც მან თავად აღიარა, სიმღერა I Wanna Be Your Man-ის უფრო ნელი ვერსიაა.

ერთხელ ჯონ ლენონს სთხოვეს, 60-იანი წლები ერთი ფრაზით დაეხასიათებინა. მისი პასუხი იყო: Be Here Now - ოაზისის 1997 წლის ალბომის სათაური.

ლაიამმა 2008 წელს დაწერა სიმღერა Im Outta Time, სადაც გამოყენებულია ლენონის აუდიო-კლიპი, და სადაც იგი იცავს თავის უფლებას, იცხოვროს ნიუ-იორკში. იგი ამბობს: როგორც ჩერჩილმა თქვა, ყოველი ინგლისელი კაცის განუყრელი უფლებაა, იცხოვროს იქ, სადაც მას სურს. რა უნდა მოუვიდეს (ინგლისს) უჩემოდ? აორთქლდება? აქ აღარ დამხვდება, როცა დავბრუნდები, თუ?